განცხადების თარიღი: 10 აგვისტო, 2026
ტექსტის წარდგენის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2026
რვული: დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცეები და „ხელოვნების კრიტიკის“ კრიტიკა საქართველოში
საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების სწრაფი ციკლის პირობებში, ხელოვნების თეორიები და ინსტიტუტები დამკვიდრებას ვერ ახერხებენ. ხელოვანების მიერ მართული სივრცეები, ადგილისა და დროის სპეციფიკური პროექტები, ონლაინ და ოფლაინ სივრცეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ფორმები, რომლებიც დროებით ან ხანგრძლივ სახელოვნებო გამოცდილებებს ქმნიან — ხშირად მხოლოდ ადამიანების მეხსიერებაში არსებობს. დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცეები და გამართული გამოფენები ფართო საზოგადოებისათვის შეუმჩნეველი რჩევა და არქივებშიც არ მოიძებნება. გამოფენების ტექსტობრივი განხილვაც იშვიათია, ასევე როგორც სპეციალიზებული სახელოვნებო გამოცემები და პლატფორმები. სახელოვნებო წრეებში „მემარცხენე“, ისე „მემარჯვენე“ — და „ხელოვნების კრიტიკის“ კრიტიკა ზეპირსიტყვიერად განიხილება, თუმცა წერილობით იშვიათად.
AICA საქართველოს პირველი ორენოვანი ონლაინ-გამოცემა (ქართულ/ინგლისურ ენებზე), AICA გერმანიასთან თანამშრომლობით, იწვევს ხელოვნების კრიტიკოსებს, კურატორებს, მწერლებსა და კრიტიკული წერით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, განიხილონ საქართველოში დამოუკიდებელი სახელოვნებო ინსტიტუტებისა და ხელოვნების კრიტიკისადმი არსებულ დამოკიდებულებებზე.
ნამუშევრები შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით: ცალკეული ადამიანების ან ინსტიტუტების ღონისძიებების ანალიზი, მიმოხილვა, ჟურნალისტური რეპორტაჟი, ესე, ინტერვიუ ან დიალოგი, თეორიული ტექსტი. წარდგენილი ტექსტები უნდა ეხებოდეს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, ხელოვანების მიერ მართულ სივრცეებს, არაფორმალურ სახელოვნებო საგანმანათლებლო ინიციატივებსა და ინსტიტუტებს, სათემო ინიციატივებს, სახელოვნებო აქტივიზმს, სოციალურ სივრცესა და ადგილის შექმნას და სხვა მსგავს საკითხებს.
შერჩეული ტექსტები გამოქვეყნდება AICA საქართველოს გამოცემაში ‘რვული’. გამოცემის მიზანია საქართველოს სახელოვნებო სივრცეების ბუნებისა და მნიშვნელობის დოკუმენტირება და ხელოვნების კრიტიკის შესახებ მდგრადი დისკუსიის ხელშეწყობა.
ნამუშევრების მოცულობა არ უნდა იყოს 1,800 სიმბოლოზე ნაკლები და მათ უნდა ახლდეს ავტორის/ავტორების მოკლე ბიოგრაფია (მაქსიმუმ 200 სიტყვა).
საქართველოდან და გერმანიიდან შეირჩევა რვა ავტორის სტატია. შერჩეული თითოეული ავტორი მიიღებს 120 ევროს ოდენობის ჰონორარს.
დაინტერესებულ ავტორებს, ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს გულითადად ვიწვევთ ორ უფასო ვებინარში მონაწილეობის მისაღებად. ვებინარებზე წარმოდგენილი და განხილული იქნება საქართველოს თანამედროვე კულტურულ-პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები.
ვებინარი 1 | ორშაბათი, 14 სექტემბერი, 19:00–20:30
ცენზურა, ხელოვნების კრიტიკა და გამოხატვის თავისუფლება — გაკვეთილები საქართველოდან და გერმანიიდან
რეგისტრაცია აუცილებელია (12 სექტემბრამდე): vorstand@aica.de
ვებინარი 2 | ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026, 19:00–20:30**
თანამედროვე ქართული კულტურის ოფიციალური წარმომადგენლობა, სახელმწიფოს გავლენა და საერთაშორისო აღქმა
რეგისტრაცია აუცილებელია (21 სექტემბრამდე): vorstand@aica.de
რვულის შესახებ
რვული არის ორენოვანი (ქართულ/ინგლისურენოვანი) ონლაინჟურნალი და პლატფორმა, რომელიც განთავსებულია aica.ge-ზე. რვულის პირველი გამოცემის მიზანია ახალ თაობაში მოღვაწე ქართველ და გერმანელ ხელოვნების კრიტიკოსებს შორის კრიტიკული გაცვლის ხელშეწყობა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. მზარდი ავტორიტარული წნეხის, ინფორმაციულ ეპოქაში არსებული მულტიცენზურისა და ხელოვნური ინტელექტით განპირობებული სოციალური გარდაქმნების ფონზე, რვული გამოაქვეყნებს ახალგაზრდა კრიტიკოსების რვა თემატურ ნაშრომს, ჩაატარებს ორ ვებინარს და შექმნის გამოცემას, რომელიც ხელოვნების კრიტიკისა და თავისუფალი გამოხატვის შესახებ დისკუსიებს წარმოშობს.
წინაპირობა
ამჟამად საქართველოს არ აქვს თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილი სპეციალიზებული ჟურნალი — არც ონლაინ და არც ბეჭდური. ამავდროულად, მზარდი პოლიტიკური რეპრესია და განვითარებადი საინფორმაციო ეკოსისტემები საფრთხეს უქმნის კრიტიკულ კულტურულ დისკურსს. რვული (ძველი ქართული სიტყვა, რომელიც „რვეულს“ ნიშნავს და ასევე უკავშირდება რიცხვ რვას, რადგან ხელნაწერებს რვა გვერდად კეცავდნენ) სიმბოლურად და პრაქტიკულად დაიბრუნებს სივრცეს ხანგრძლივი და საფუძვლიანი ხელოვნების კრიტიკისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია
ლალი პერტენევა (AICA საქართველო)
info@aicageorgia.org
ჟანეტ ბრაბენეცი (AICA გერმანია)
vorstand@aica.de
ტეასტის წარდგენის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2026
პოსტერის დიზაინი: ლექსო სოსელია
პოსტერის ნახატი: სარა ქოულს, ძელქვა, 2018
თანამშრომლობით პროექტს მხარს უჭერს AICA International

