• ლალი პერტენავა

    ხელოვნების კრიტიკოსი და კურატორია, რომელიც მუშაობს სოციალურად ჩართულ ხელოვნებასა და საჯარო სივრცეზე პოსტსოციალისტურ კონტექსტში. ის არის საქართველოს ხელოვნების კრიტიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი და საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის თანადამფუძნებელი. .

  • ნანა ყიფიანი

  • ედიშერ ბერაძე

    მწერალი, ესეისტი. წერს ძირითადად თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აქვს კურატორული საქმიანობის გამოცდილება. იგი ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევასა და განვითარებას უწყობს ხელს.

  • მარიამ ლორია

    კურატორი, ხელოვნებათმცოდნე და ხელოვნებით თერაპევტი. ის არის საქართველოს ხელოვნების კრიტიკოსთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და საბჭოს წევრი, თანამედროვე ხელოვნების პლათფორმა ობსკურას თანადამფუძნებელი და კურატორი. მარიამი არის კულტურის კვლევების მიმართულების დოქტორანტი

  • მარიამ ციკარიძე

  • ანა კეზელი

    ქართველი ხელოვანია, რომელიც თბილისში მუშაობს. მისი პრაქციკა იკვლევს მეხსიერების, სახლისა და იდენტობის საკითხებს, ასევე მოიცავს დღევანდელი სახელოვნებო პროცესების და კულტურული კონტექსტის აღწერას და მიმოხილვას.

აიკა საქართველო არის ხელოვნების კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ეროვნული სექცია. იგი წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს ხელოვნების კრიტიციზმის პოპულარიზაციასა და მისი წევრების ეთიკური და პროფესიული ინტერესების დაცვას. იგი ხელს უწყობს ხელოვნების კრიტიკის განვითარებას და პროფესიული ურთიერთობების განმტკიცებას.