რვულის ვებინარები

სექტემბერი 11, 2026

რვული არის ორენოვანი ონლაინ პლატფორმა თანამედროვე ხელოვნების და ხელოვნების კრიტიციზმის ხელშესაწყობად. აიკა საქართველოს და აიკა გერმანიას თანამშრომლობით და საერთაშორისო აიკას მხარდაჭერით გიწვევთ რვულის ვებინარებზე.

ვებინარი I: ცენზურა, ხელოვნების კრიტიკა და გამოხატვის თავისუფლება — გაკვეთილები საქართველოდან და გერმანიიდან

ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026 | 21:00–21:45

რეგისტრაცია აუცილებელია:

vorstand@aica.de; info@aicageorgia.org

დამოუკიდებელი ხელოვნების, კრიტიკისა და კულტურული დისკურსის აუცილებელი წინაპირობა გამოხატვის თავისუფლებაა. თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვას და ცენზურას მრავალი ავტორი ყავს — პოლიტიკური და კულტურული ინსტიტუტები, იდეოლოგიური მოძრაობები თუ ციფრული პლატფორმები.

ვებინარის ამოცანაა, იმსჯელოს თუ რა საშუალებებით იზღუდება გამოხატვის თავისუფლება  ან როგორ ხდება შეთანხმების და დაცვის საგანი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვნების კრიტიკოსებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალების მდგომარეობას, რომელთა საქმიანობა დამოკიდებულია დამკვიდრებული ნარატივების და ინსტიტუტების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების, და არაპოპულარული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობაზე.

ვებინარს წაიყვნენ ზაალ ანდრონიკაშვილი,  ლიტერატურისა და კულტურის მკვლევარი, და კარსტენ პრობსტი ბერლინში მოღვაწე ხელოვნების კრიტიკოსი, მწერალი და ხელოვნების თეორეტიკოსი. 

ვებინარი II — თანამედროვე ქართული ხელოვნების წარდგენა საქართველოს საზღვრებს გარეთ, სახელმწიფოს გავლენა და საერთაშორისო შეფასება. 

სოფია ტაბატაძესთან და ნათია ბუკიასთან ერთად

ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 | 19:00–20:30, რეგისტრაცია აუცილებელია:

vorstand@aica.de; info@aicageorgia.org

სოფია ტაბატაძემ 2002 წელს დაამთავრა ამსტერდამის Gerrit Rietveld Academie, ხოლო 2018 წელს სტოკჰოლმის Konstfack-ში კურატორობის პროგრამა CuratorLab დაასრულა. მისი ინიციატივაა კულტურული სივრცე ბერლინში Halfsister. სივრცე ძირითადად გამოფენებსა და კინოჩვენებებს აწყობს, გარდა ამისა იმართება ლიტერატურული კითხვები, სტენდ-აფ წარმოდგენები, წიგნების პრეზენტაციები და დროებითი ბაზრობები. Halfsister-მა შექმნა ქართული კულტურის სფეროს პროფესიონალთა ქსელი და სივრცეს იყენებს ქართული ხელოვნების წარმოსაჩენად.

ნათია ბუკია – გალერეა ბუკია ვახანიას თანდამფუძნებელი

ბუკია ვახანია (ადრე ცნობილი, როგორც „გალერეა ართბითი“) პიონერი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა დაფუძნდა თბილისში (საქართვველო). გალერეა წარადგენს სახელოვნებო სივრცეში დამკვიდრებულ და დამწყებ ქართველ ხელოვანებს. 2026 წელს გალერეამ ბერლინში, ქალაქის შუაგულში, ახალი საგამოფენო სივრცე გახსნა, რაც მისი საერთაშორისო გაფართოების მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა.

ბუკია ვახანია (ადრე ცნობილი, როგორც „გალერეა ართბითი“) პიონერი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა დაფუძნდა თბილისში (საქართვველო). გალერეა წარადგენს სახელოვნებო სივრცეში დამკვიდრებულ და დამწყებ ქართველ ხელოვანებს. 2026 წელს გალერეამ ბერლინში, ქალაქის შუაგულში, ახალი საგამოფენო სივრცე გახსნა, რაც მისი საერთაშორისო გაფართოების მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა.

ვებინარის შესახებ:

ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ ვინ წარმოადგენს ქართულ თანამედროვე ხელოვნებას საერთაშორისო სივრცეში, რომელი ნარატივები ხდება ხილული და როგორ ახდენს პოლიტიკური და ინსტიტუციური ინტერესები გავლენას ქართული ხელოვნების საერთაშორისო აღქმაზე.

ვებინარი ამ საკითხებს განიხილავს ქართველ და საერთაშორისო ხელოვანებს, კურატორებს, მკვლევრებსა და კულტურის სფეროს პროფესიონალებს შორის დისკუსიის ფორმატში.