ᲬᲔᲕᲠᲝᲑᲐ
როგორ გავხდეთ ხელოვნებათმცოდნეთა საერთაშორისო ასოციაციის (AICA — Association Internationale des Critiques d’Art) რიგითი წევრი
AICA-ს რიგითი წევრობის მოსაპოვებლად კანდიდატებმა უნდა წარადგინონ ვიზუალური ხელოვნების სფეროში სტაბილური საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (როგორც ეს განსაზღვრულია წესდების 2.1 მუხლში), მინიმუმ გასული სამი წლის განმავლობაში, შემდეგი მიმართულებებიდან ერთ ან რამდენიმე სფეროში:
პრესის პუბლიკაციები
რადიოში, ტელევიზიასა ან ელექტრონულ მედიაში მაუწყებლობა
პუბლიკაციები ხელოვნების ისტორიის, ესთეტიკისა თუ კრიტიკის შესახებ, რომლებიც ძირითადად (თუმცა არა exclusively [მხოლოდ]) ეხება ყველა კულტურის თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებას
ხელოვნების კრიტიკის, ხელოვნების ისტორიის, თეორიის, ესთეტიკის, კურატორობის ან ხელოვნების სწავლება უნივერსიტეტის დონეზე
საკურატორო პროექტები, მათ შორის მუზეუმებსა თუ გალერეებში საქმიანობა, რომელთა ძირითადი მიზანი არ არის კომერციული
AICA-ს რიგითი წევრობისთვის განაცხადის შესატანად კანდიდატებმა ჯერ უნდა გაწევრიანდნენ ან ეროვნულ სექციაში, ან ღია სექციაში. ეროვნული სექციები ახალი წევრების განაცხადის ფორმებს გენერალურ მდივანს უგზავნიან. ამის შემდეგ, საარჩევნო და წევრობის კომიტეტი მათ შეამოწმებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი აკმაყოფილებენ AICA-ს წევრობის წესებს. საარჩევნო და წევრობის კომიტეტისა და გამგეობის მიერ დამტკიცების შემდეგ, ახალი წევრები ოფიციალურად წარდგენილნი და მიღებულნი იქნებიან გენერალურ ასამბლეაზე.
სახელმძღვანელო AICA-ს წევრობის განაცხადის ბიოგრაფიული ფორმისთვის
ბიოგრაფიულ ფორმაში მოწოდებული მთელი ინფორმაცია კონფიდენციალურია.
მიუხედავად ამისა, თქვენი ძირითადი საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის სახელი, გვარი და ელფოსტა, განთავსდება ასოციაციის ვებსაიტის მხოლოდ წევრებისთვის განკუთვნილ სექციაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიუთითებთ, რომ ამ ინფორმაციის ნაწილი ან მთლიანად კონფიდენციალური უნდა დარჩეს AICA-ს ბიუროს წევრებისთვის.
ინდივიდუალური წევრების მიერ პირდაპირ გამოგზავნილი განაცხადები არ მიიღება. ღია სექციაში წარდგენილი ფორმების გარდა, ბიოგრაფიული ფორმები ოფიციალურად უნდა გადმოაგზავნოს შესაბამისი ეროვნული სექციის პრეზიდენტმა.
ბიოგრაფიული ფორმა შევსებული უნდა იყოს აკრეფილი ტექსტით AICA-ს სამი ოფიციალური ენიდან ერთ-ერთზე: ინგლისურად, ფრანგულად ან ესპანურად. გთხოვთ, ჩამოტვირთოთ სამი ბიოგრაფიული ფორმიდან შესაბამისი ენობრივი ფორმა ვებსაიტიდან.
AICA International არ იღებს ცალკეულ CV-ებს, ბიბლიოგრაფიებს ან დამხმარე დოკუმენტებს (გარდა ღია სექციის კანდიდატებისა, რომლებსაც ევალებათ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება).
ბიოგრაფიულმა ფორმამ უნდა აჩვენოს პროფესიული საქმიანობის სტაბილურობა მინიმუმ გასული სამი წლის განმავლობაში ზემოთ ნახსენებიდან ერთ ან რამდენიმე სფეროში, ხელოვნების კრიტიკის დარგში (მუხლი 2.1): სახვითი ხელოვნება, გრაფიკა, ფოტოგრაფია, ინსტალაცია, კომპიუტერული ხელოვნება, ცოცხალი ხელოვნების ყველა ფორმა, ვიდეო, კინო, არქიტექტურა, დიზაინი და თანამედროვე ხელოვნების ყველა ჰიბრიდული ფორმა.
გთხოვთ, წარმოადგინოთ საქმიანობების სრული ქრონოლოგიური სია, უახლესიდან დაწყებული. მითითებებმა უნდა მიჰყვეს APA სტილს ან ციტირების სხვა აღიარებულ სტილს (MLA, Chicago, Harvard და ა.შ.) და აუცილებლად უნდა მოიცავდეს გვერდების რაოდენობას, ISSN / ISBN-ს ან DOI-ს (ონლაინ პუბლიკაციებისთვის), ხოლო რადიო და ტელემაუწყებლობის შემთხვევაში — ეთერის ხანგრძლივობას.
შეიტანეთ მხოლოდ ის პუბლიკაციები და საქმიანობები, რომლებიც დაკავშირებულია ვიზუალურ ხელოვნებასთან და მის ჰიბრიდულ ფორმებთან. მიაწოდეთ რაც შეიძლება მეტი დეტალი, რადგან ეს ფორმა არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც წარედგინება საარჩევნო და წევრობის კომიტეტს (EMC) საბოლოო ვალიდაციისთვის მას შემდეგ, რაც თქვენი განაცხადი დამტკიცდება ეროვნული სექციის მიერ.
ყველა განაცხადი მხარდაჭერილი უნდა იყოს შესაბამისი ეროვნული სექციის პრეზიდენტის მიერ, ხოლო ღია სექციის განაცხადების შემთხვევაში — ორი სპონსორის მიერ, რომლებიც უნდა იყვნენ AICA International-ის გამგეობის წევრები.
ბიოგრაფიული ფორმის შევსებამდე გთხოვთ, წაიკითხოთ წესდება (კერძოდ, 3.1, 3.4 და 3.5 მუხლები), აგრეთვე დებულება (2.1 – 2.3 მუხლები). დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ AICA International-ის ოფისს: aica.office@gmail.com.
გთხოვთ, ფაილს სახელი დაარქვათ შემდეგი ფორმატით: წელი_გაზაფხული ან შემოდგომა_EMC_ქვეყანა_კანდიდატის სახელი_გვარი.
შეინახეთ ფაილი PDF ფორმატში.
